მიხეილ მესხის სტადიონთან ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. წარმოდგენილია ნაკრების ოფიციალური პროდუქცია. სათამაშო ფორმები, მაისურები, ატრიბუტიკა. განახლებულ კოლექციაში ბავშვის ზომებიც არის გათვალისწინებული.
მაღაზია ყოველდღე, 10:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. მაღაზიის პარალელურად, იმუშავებს ონლაინ მაღაზიაც.