06 ივლისი 2024,   15:26
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი სისხლის ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი სისხლის ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი შეეხო "ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ" კანონს, რომელიც 2025 წლიდან სრულად ამოქმედდება.

ახალი კანონმდებლობით, სისხლის დონაცია უანგარობის პრინციპს დაეფუძნება. მიზანი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. შეხვედრაზე, დარგში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

დღის ამბები