29 ივნისი 2024,   19:36
ვრცლად
ხანძარი ახალციხეში - 5 სართულიანი კორპუსიდან 44 ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო

ხანძარი ახალციხეში - გვიან ღამით, ცეცხლი თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე 5 სართულიან კორპუსში გაჩნდა, საიდანაც 44 ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. თავდაპირველად ცეცხლი სახლის სახურავს მოედო. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს, სასწრაფოს და საპატრულოს ეკიპაჟები.

მათ, ვინც თანხმობა განაცხადეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დროებით, სასტუმროებში გადაიყვანეს. ზარალის აღრიცხვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ახალციხის მერია დაზარალებულებს მაქსიმალურ მხარდაჭერას ჰპირდება.

დღის ამბები