24 ივნისი 2024,   16:36
ვრცლად
ევროპის რიგით მე-17 ჩემპიონატის მეორე დღე, ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა - მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში გერმანიაა

ევროპის რიგით მე-17 ჩემპიონატის მეორე დღე, ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.

იტალიის ნაკრებმა, ალბანეთი ანგარიშით 2-1 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი- 23 წამზე ალბანელმა, ნედიმ ბაირამიმ გაიტანა, თუმცა ჩემპიონმა, თამაში მის სასარგებლოდ მე-11 წუთზე შემოატრიალა და ალბანელების ბადეში პირველი ბურთი - ბასტონიმ გაიტანა, მეორე მოჭრილი დარტყმა კი ბარელამ შორეულიმ შეასრულა.

B ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში დიდი უპირატესობა მოიპოვა ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც ხორვატიას 3:0 მოუგო. პირველი ტურის შემდეგ B ჯგუფში თითო-თითო მოგებით იტალია და ესპანეთი ლიდერობენ.

ევრო 2024-ის მეორე სათამაშო დღე კი A ჯგუფის შეხვედრით დაიწყო. შვეიცარია უნგრეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

დღის ამბები