26 ივნისი 2024,   08:56
ვრცლად
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ონთან - სოფელ ცხმორში მოხდა.

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველადი მონაცემებით, 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა.

ამასთან, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა “აფთერშოკიც“, რომლის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.

შეგახსენებთ, ქალაქ ონთან მიწისძვრა დღის პირველ ნახევარშიც დაფიქსირდა, მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

დღის ამბები