26 ივნისი 2024,   08:44
ვრცლად
47 საათი ისტორიულ მატჩამდე - მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ემზადება

47 საათი ისტორიულ მატჩამდე! მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ემზადება. გერმანიაში ქომაგები უკვე ჩავიდნენ.

ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე, დორტმუნდში ქართული დროშები გამოჩნდა. “ჩვენ აქ ვართ“ - სკანდირებენ გულშემატკივრები და ისტორიულ შეხვედრამდე ქართველ ფეხბურთელებს ამხნევებენ.

კონტინენტის 24 საუკეთესო ქვეყანას შორის, საქართველო პირველად მოხვდა, ამიტომ ახლა ჩვენი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია! გვაქვს ამბიცია, რომ ჯგუფიდან გავიდეთ და ახალი ისტორიაც დაიწეროს. “რუსთავი2“ გერმანიაში იმყოფება. იქ სადაც, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ვარჯიშობენ.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები