28 სექტემბერი 2024,   08:49
ვრცლად
დავმარცხდით, მაგრამ გამოვავლინეთ ხასიათი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში დეფიციტში იყო - გიორგი გველესიანი

დებიუტი შედგა. დორტმუნდიდან ჰამბურგში. ევრო 2024-ზე საქართველოს მეორე თამაში ჩეხებთან აქვს.

დარჩენილია ორი დღე და 20 საათი. არცერთი არ არის ტურნირის ფავორიტი, თუმცა ორივემ აჩვენა, რომ ბოლომდე ბრძოლა შეუძლია. საქართველომ თურქეთს გაუტანა თავისი პირველი გოლი, ჩეხეთმა კი - პორტუგალიას. წაგების მიუხედავად, მიიჩნევენ, რომ ორივე გუნდს კარგი სტარტი ჰქონდა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, ჩეხებსაც და ქართველებსაც მინიმუმ ერთი ქულა მაინც სჭირდებათ, ამიტომ 22 ივნისის წაგება თითოეული მათგანისთვის გავარდნის ტოლფასი იქნება.

"საქართველო ხარისხიანი გუნდია და რამდენიმე ძლიერი ინდივიდუალისტი ჰყავს. მათთან მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ"- აცხადებს ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი, რომლის წარმომადგენლებიც გუშინ დორტმუნდის სტადიონის ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს ქართველების თამაშს. დორტმუნდიდან ჰამბურგში ინაცვლებენ ქართველი გულშემატკივრებიც, გერმანიაში მყოფებს ქომაგები თბილისიდანაც დაემატებიან. მანამდე კი ნაკრები ფელბერტის ბაზაზე რჩება და მისი მეორე ისტორიული თამაშისთვის ემზადება.

ფრანგი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მიიჩნევს, რომ გუშინდელი მარცხი გუნდმა გამოცდილებისთვის უნდა გამოიყენოს.

გიორგი გველესიანის განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა გამოავლინა ხასიათი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში დეფიციტში იყო.

"იმის მიუხედავად, რომ დავმარცხდით, გამოვავლინეთ ხასიათი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში დეფიციტში იყო. ეს ხასიათი ნამდვილად კარგი მაგალითია მომავალი თაობებისთვის. დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები არავისთვის არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები, რაც გუშინდელმა თამაშმა დაამტკიცა", - განაცხადა გიორგი გველესიანმა.

დღის ამბები