28 ივნისი 2024,   00:51
ვრცლად
დონეცკის ოლქში საოკუპაციო ძალებმა ხუთი ადამიანი მოკლეს - რუსეთი იერიშებს აკრძალული კასეტური ბომბებით ახორციელებს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 849 დღეს, დონეცკის ოლქში რუსმა სამხედროებმა ხუთი ადამიანი მოკლეს. დაჭრილია ათი ადამიანი.

რუსეთი ზარეჩნოეზე, კურახოვოზე და ჩასივ-იარზე იერიშებს აკრძალული კასეტური ბომბებით ახორციელებს. ოლქში მდებარე დასახლებულ პუნქტებზე გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტმა 22 იერში მიიტანა.

უკრაინის მთავრობამ ფრონტის ხაზიდან 81 ადამიანის ევაკუირება შეძლო, მათ შორის 13 ბავშვია.

დღის ამბები