28 ივნისი 2024,   09:21
ვრცლად
"ამდენი ქართველი გერმანიაში ჩამოვედით საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ევროპის ჩემპიონატზე - რა ხდება, ჩვენ თვითონაც არ ვიცით" - საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი

მილიონზე მეტი ადამიანი ტელეეკრანთან, ათიათასობით საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანთან და ათიათასობით გერმანიაში გულშემატკივრობდა საქართველოს ნაკრებს. ჰამბურგში სტადიონზე გულშემატკივართა უმეტესობა ქართველები იყვნენ და ეს ფეხბურთელებმაც აღნიშნეს. სტადიონზე ისეთი ატმოსფერო იყო, რომ ფეხბურთელებს ეგონათ სახლში - საქართველოში თამაშობდნენ. ტრანსლაციის დროსაც, გამუდმებით ისმოდა ქართული შეძახილები.

"ამდენი ქართველი გერმანიაში ჩამოვედით საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ევროპის ჩემპიონატზე - უკვე რაღაცა ხდება, რა ხდება, ჩვენ თვითონაც არ ვიცით. პორტუგალიასთან მოლოდინი მაქვს ის, რომ როგორც დღეს ითამაშეს და გავერთე სტადიონზე, ისე გაართობენ ჩემ გარდა სხვა მაყურებელსაც სტადიონზე, გაგვაერთიანებენ და იქნება ძალიან სახალისო,“ - აცხადებს საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი მიხეილ ფანქველაშვილი.

 

დღის ამბები