28 სექტემბერი 2024,   18:56
ვრცლად
"ორ მოქალაქეს თანხა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მათზე ფიზიკურად იძალადა და, ბასრი საგნით, მსუბუქი დაზიანებები მიაყენა" - დაკავებულია ერთი პირი

ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუხიანში, ორ მოქალაქეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მათ მიმართ ფიზიკურად იძალადა და ბასრი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები