28 ივნისი 2024,   13:47
ვრცლად
გურიაში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა

გურიაში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას უფასო მომსახურება ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმებმა გაუწიეს. რადიოლოგის, მამოლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურება 100-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო.

აქცია ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის "ქალები ქალებისთვის" ორგანიზებითა და კლინიკის "ჯანმრთელობის სახლი გურიაში" პარტნიორობით ჩატარდა.

დღის ამბები