დღეს გადამწყვეტი მატჩის დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება. პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში კრიშტიანუ რონალდუს გუნდთან გვაქვს. პორტუგალია პირველი ადგილით ფლეი ოფში უკვე გასულია - უძლიერესი მეტოქის მიუხედავად, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი მაინც არსებობს.
გადამწყვეტი ფეხბურთელების განწყობა და შემართებაა, რომლებიც მოედანზე მაქსიმუალური შედეგის დადების პირობას დებენ.
სტაიონდზე რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლობა უეფა-სთან დაგეგმილ წინასამატჩო შეხვედრაზე მივიდა.
დღევანდელი შეხვედრა, საქართველოსა-პორტუგალიის ნაკრებთა დაპირისპირება, ჩაივლის საკმაოდ გამკაცრებული უსაფრთხოების დაცვით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს თავად პორტუგალიელების მოთხოვნა იყო, მათ გააკეთეს ამაზე აქცენტი. შესაბამისად, საორგანიზაციო კუთხით უეფა-მაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პორტუგალიელთა წინა შეხვედრაზე, თურქებთან გამართულ მატჩში, სელფების გადასაღებად მინდორზე ძალიან ბევრი ადამიანი შევიდა.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი