29 სექტემბერი 2024,   04:29
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ვეთამაშებით, იმედი მაქვს, დღეს სასწაულს მოვახდენთ - დავით მუჯირი

"ჩვენი ერთ-ერთი სურვილი ისიცაა, რომ ფლეი ოფში გავიდეთ - სასიხარულოა, რომ მესამე თამაშამდე გვაქვს ამის შანსი. ყველაფერი ჩვენს ხელთაა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირისა და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ფავორიტს, პორტუგალიას ვეთამაშებით, იმედი მაქვს, დღეს მოვახდენთ ამ სასწაულს და სენსაციას და ფლეი ოფის საგზურს მოვიპოვებთ," - ეს განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

"ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა იმაში, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვიმყოფებით, მინდა, მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით - გულშემატკივარს. მთავარია, რომ ჩვენ გავიზრდებით, როგორც საფეხბურთო ქვეყანა. შესაბამისი გამოცდილება მიიღო გუნდმაც, ფედერაციამაც, მედია საშუალებებმაც, გულშემატკივარმაც.

გუნდმა პირველ ორ შეხვედრაში ღირსეულად ითამაშა, მოვიპოვეთ პირველი ქულა, ორივე თამაშში გავიტანეთ გოლი და ოპტიმიზმის საფუძველი გავუჩინეთ ჩვენს გულშემატკივარსაც. როდესაც ჩვენი ოცნება ერთხელ უკვე ავიხდინეთ 26 მარტს და ჩემპიონატზე გავედით, ახლა ამ ოცნებით ვცხოვრობთ. ჩვენი პროგრამა მინიმუმი ამ ტურნირზე ღირსეულად გამოსვლა იყო. ჩვენი ერთ-ერთი სურვილი ისიცაა, რომ ფლეი ოფში გავიდეთ - სასიხარულოა, რომ მესამე თამაშამდე გვაქვს ამის შანსი. ყველაფერი ჩვენს ხელთაა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირისა და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ფავორიტს, პორტუგალიას ვეთამაშებით, იმედი მაქვს, დღეს მოვახდენთ ამ სასწაულს და სენსაციას და ფლეი ოფის საგზურს მოვიპოვებთ,"-განაცხადა მუჯირმა.

დღის ამბები