30 ივნისი 2024,   22:07
ვრცლად
პრემიერის ანგარიში იქნება საუკეთესო შესაძლებლობა საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პროგრესსა და პერსპექტივებზე - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ანგარიშით, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია იმ პროგრესსა და პერსპექტივებზე, რაც დღეს საქართველოს მიმართულებით არსებობს.

რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის განხილვაში მონაწილოეობაზე უარს, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ამით ისინი ადასტურებენ, რომ გაურბიან თემატურ დისკუსიას და დებატებს როგორც ირაკლი კობახიძესთან, ასევე "ქართულ ოცნებასთან".  

"პრემიერის ანგარიში იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, რათა ჩვენს საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პროგრესსა და პერსპექტივებზე, რაც დღეს საქართველოს მიმართულებით არსებობს. მათ შორის, როგორც ეკონომიკური პოტენციალის განვითარების, ასევე სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც არ ესწრება ანგარიშს, ამით ისინი აღიარებენ, რომ არიან ძალიან შეშინებულები და გაურბიან თემატურ დისკუსიას და დებატებს როგორც ირაკლი კობახიძესთან, ასევე ქართულ ოცნებასთან." - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ირაკლი კობახიძე დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება. სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. საკანონმდებლო ორგანოში წერილობითი ფორმით უკვე გაგზავნილია დოკუმენტი, რომელიც ბოლო ოთხ ნახევარი თვის საქმიანობას შეეხება.

დღის ამბები