
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა მარტივი მისია უნდა შეასრულოს და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას მშვიდობის დამყარებაში.
ვიქტორ ორბანი განმარტავს, რომ ომის შეჩერება ქრისტიანული მოვალეობაა, რადგან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება, რაც ღირებულებებთან და ეკონომიკურ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უნგრეთში ყველაფერი გაძვირდა და ქვეყანამ რუსეთში ექსპორტის შესაძლებლობა დაკარგა.