22 მარტი 2025,   12:32
ვრცლად
საქართველო-სომხეთის მატჩისთვის თვალის დევნება გულშემატკივრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ დიდ ეკრანზე შეეძლებათ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველო-სომხეთი - დღეს ფეხბურთის დღეა. უეფა-ს ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა საღამოს 9 საათზე ერევანში დაიწყება. საქართველოს ნაკრები უკვე სომხეთის დედაქალაქში იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდი ერევანში გასამართ შეხვედრას დანაკლისით შეხვდება.

      ეროვნულ გუნდს, დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარებიან გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. კაშიას არ ყოფნაში კაპიტნის სამკლავურით ოთარ კიტეიშვილი ითამაშებს.

      ქართველი გულშემატკივრისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც სომხეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნული ტერიტორია ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება.

      შეზღუდვა ძალაში ხვალ, შუადღის ორ საათამდე იმოქმედებს.

      დღის ამბები
      მეტი