30 ივნისი 2024,   22:04
ვრცლად
BBC: მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ნაკრებს £8.4 მილიონს აჩუქებს

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების დაჯილდოებას ითვალისწინებს, BBC წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაკრებს პორტუგალიაზე გამარჯვების შემდეგ 8,4 გირვანქა სტერლინგს (30 მილიონ ლარს) გადასცემს. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის დამარცხების შემთხვევაში კი გუნდი დამატებით 30 მილიონ ლარს მიიღებს.

აქვე შეგახსენებთ, ისტორიული გამარჯვევბისა და ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა  კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

დღის ამბები