ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
"ძალიან ვამაყობ ჩვენი ვარსკვლავ ფეხბურთელებით.
არა იმიტომ, რომ ევროპაზე მოიპოვეს საგზური, ან თუნდაც 1/8 ფინალში გავიდნენ და დაამარცხეს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, არამედ იმიტომ, რომ მათ ყველას დაანახეს რა არის ბრძოლა ბოლომდე, ერთიანობა, ჩვენი ქრისტიანული რწმენა, როგორებიც ვართ და ვიყავით.
ვულოცავ ყველა ქართველს,"- წერს ბასილაშვილი სოციალურ ქსელში.