01 ივლისი 2024,   15:19
ვრცლად
ერთი დღე მორიგ ისტორიულ თამაშამდე - საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან შესახვედრად ემზადება

ერთი დღე მორიგ ისტორიულ თამაშამდე და მზადება ესპანეთის ნაკრებთან შესახვედრად - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, სამგზის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მეტოქე ძლიერია, თუმცა ტურნირის ერთ-ერთ ფავორტ და ძლიერ მეტოქესთან გამარჯვება ჯვაროსნებმა 26 ივნისს საკუთარ ანგარიშზე უკვე გაიფორმეს. ნაკრებში განწყობა საბრძოლო და ოპტიმისტურია, პროგნოზები და მოლოდინები კი - დამაიმედებელი.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები