01 ივლისი 2024,   15:57
ვრცლად
ფაქტობრივად, ამ დღემდე ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან გვიწევს თამაში, უნდა ვიხაროთ, ვიბედნიეროთ და ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს - რეზი არველაძე

ვეტერანი ფეხბურთელი რეზი არველაძე, გერმანიაში საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ მიემგზავრება. როგორც რეზი არველაძემ განაცხადა, ნაკრებს ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან - ესპანეთთან უწევს ითამაშოს:

​"მინდა რომ ეს ბედნიერება გაგრძელდეს მაქსიმალურად იმდენ ხანს, რამდენის საშუალებასაც ეს ტურნირი იძლევა. ჩვენ ფაქტობრივად, ამ დღემდე ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან გვიწევს თამაში. მგონია, რომ ჩვენი ნაკრები ისევ ისე ითამაშებს. უნდა ვიხაროთ, ვიბედნიეროთ და ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს. დღეს ამაზე მეტი ფუნქცია ქართველ გულშემატკივარს არ აქვს,"- აცხადებს ვეტერანი ფეხბურთელი რეზი არველაძე.

საგულშემატკივროდ მიდის გიორგი მამარდაშვილის მეუღლე ელენე ეპიტაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი ამ თამაშზე მაქსიმუმს გააკეთებს:

"წინა თამაში ნამდვილად სასწაული იყო, ყველას გვჯერა რომ კიდევ გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ, გიორგი მაქსიმუმს გააკეთებს,"- აღნიშნავს გიორგი მამარდაშვილის მეუღლე ელენე ეპიტაშვილი.

დღის ამბები