02 ივლისი 2024,   10:49
ვრცლად
ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, რუსთავში განსაკუთრებულად ემზადებიან

ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, რუსთავში განსაკუთრებულად ემზადებიან. დიდი ეკრანი ცენტრალურ პარკშია დამონტაჟებული, სადაც ქომაგებმა შეკრება დილიდან დაიწყეს და მსვლელობა ქალაქში გამართეს.

ასევე, დღის განმავლობაში, რუსთავის პარკში მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცე და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გაყიდვა. რუსთავში, რუსთაველ ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ.

დღის ამბები