02 ივლისი 2024,   19:04
ვრცლად
საქართველო-ესპანეთი - 2 საათში, მსოფლიო იხილავს თამაშს, სადაც ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი გაირკვევა

დღეს 30 ივნისია - მორიგი ისტორიული დღე. საქართველო-ესპანეთი - 2 საათში, მსოფლიო იხილავს თამაშს, სადაც ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი გაირკვევა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალოსანი, ესპანეთი - ამბიციური და მიზანდასახული დებიუტანტის - საქართველოს წინააღმდეგ.

მეტოქის მიღწევები, ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის დამაბრკოლებელი არ არის. პორტუგალიასთან თამაშმა აჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები გამოცდილი გუნდებისთვისაც კი თავის ტკივილია და მარტივი წინაღობა არაა. ამიტომ ახლა ევროპული ზღაპარი კიოლნში გრძელდება.

"კურიერი P.S.-ი" დღეს განსხვავებული ფორმატით იქნება ეთერში. ჩემი თანაწამყვანი - სანდრო კაჭახიძე გერმანიაში იმყოფება და იქიდან შემოგვთავაზებს პირდაპირ ჩართვებს. მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ემზადება.

რამდენიმე წუთში, პირდაპირი ჩართვები იქნება თბილისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თელავიდან. მოვლენათა ეპიცენტრი კი გერმანიაა - ქალაქი კიოლნი, სადაც "რუსთავი 2-ის" რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი 

დღის ამბები