02 ივლისი 2024,   19:53
ვრცლად
გვინდა, ესპანეთსა და ევროპას ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები და შეგვიძლია ბურთის სწორად გამოყენება - ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად მცირე შესვენებისა, ნაკრებმა ძალები უკვე აღიდგინა.

სანიოლმა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელების ემოციურობას თავისი სიმშვიდით დააბალანსებს.

"ესპანეთთან 1-7 წაგება ჩვენთვის რთული მომენტი იყო, მაგრამ წინსვლისთვის ასეთი მომენტები საჭიროა. ესპანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ბოლო სამ წელში მათ წინააღმდეგ 4-ივე მატჩში წავაგეთ, მაგრამ ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, რადგან სხვა ტურნირზე ვართ და სხვა ატმოსფეროა. ხვალინდელ მატჩში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ესპანეთს ჯგუფში გოლი არ გაუშვია და საუკეთესო გუნდია ამ ევროპის ჩემპიონატზე. მათ ხიფათის შექმნა ყველა პოზიციიდან შეუძლიათ, რადგან დიდი ფეხბურთელები ჰყავთ. ნიკო უილიამსი და იამალი ფანტასტიკურები არიან, საოცრად ვითარდებიან. ისინი გუნდურადაც ძალიან ძლიერები არიან. თუმცა, ვფიქრობ, საქართველომაც ჯგუფურ ეტაპზე კარგი თამაში აჩვენა. ჩვენთვის მართლაც რთული მატჩი იქნება. პორტუგალიის მსგავსად, ესპანეთიც დიდი გუნდია, მაგრამ მარტო იმაზე თუ ვიფიქრებთ, რომ თავი დავიცვათ, არაფერი გამოვა. გვინდა, ესპანეთსა და ევროპას ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები და შეგვიძლია ბურთის სწორად გამოყენება. პორტუგალიასთან გვქონდა ეს ნიშნები და იმავენაირად თამაშს ვეცდებით ხვალაც", - განაცხადა ვილი სანიოლმა.

 

დღის ამბები