02 ივლისი 2024,   19:39
ვრცლად
ისტორიული მატჩის სანახავად, ქომაგები მიხეილ მესხის სტადიონზე იკრიბებიან

დღესაც, ათასობით გულშემატკივარი გამარჯვების მოლოდინშია.

მესხის სტადიონზე, ქომაგები უკვე იკრიბებიან და გულშემატკივრები მორიგი ისტორიული მატჩის სანახავად ემზადებიან.

სტადიონზე დამონტაჟებულია 6 დიდი მონიტორი, საიდანაც ქომაგები პირდაპირ ეთერში შეძლებენ საქართველო-ესპანეთის ისტორიული მატჩის ნახვას.

გულშემატკივრების განცხადებით, გუნდის იმედი აქვთ და გამარჯვების მოლოდინში არიან.

 

დღის ამბები