03 ივლისი 2024,   16:38
ვრცლად
მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას - ესტონეთის საელჩო

ესტონეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს მადლობას უხდის. დიპლომატიური წარმომადგენლობა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქართველი ფეხბურთელების თავდადება სხვა ქვეყნებისთვის მაგალითია.

"მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას! მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება, მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მადლობა ბიჭებს!" - წერს ესტონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა.

დღის ამბები