05 ივლისი 2024,   17:49
ვრცლად
EURO 2024-ის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალისტები ნიდერლანდებისა და თურქეთის ნაკრებები გახდნენ.

ნიდერლანდებმა რუმინეთი დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა, თურქებმა კი ავსტრიელებს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლიეს. ორივე ნაკრებისთვის ეს 2008 წლის შემდეგ მეოთხედფინალში პირველი მოხვედრაა.

ტურნირის შემდეგ სტადიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ესპანეთი და გერმანია, პორტუგალია და საფრანგეთი, ინგლისი და შვეიცარია. ნიდერლანდებსა და თურქეთს კი ნახევარფინალისთვის ბრძოლა ერთმანეთში მოუწევთ.

მეოთხედფინალის შეხვედრები გერმანიაში 5 და 6 ივლისს გაიმართება.

დღის ამბები