06 ივლისი 2024,   10:57
ვრცლად
ამ ყველაფერმა ნაკრებს მისცა რწმენა, თავდაჯერებულობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომლის შედეგებსაც ვფიქრობ, მომავალში მოვიმკით - გიორგი გველესიანი EURO 2024-ზე

ამ ყველაფერმა ნაკრებს მისცა რწმენა, თავდაჯერებულობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი, - ასე შეაფასა "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, გიორგი გველესიანმა ევრო 2024-ზე საქართველოს ასპარეზობა.

მისი თქმით, ამ ნაკრების მაგალითზე, მომავალი თაობის წარმომადგენლები უფრო კარგი ტიპის ფეხბურთელები იქნებიან.

"რაც მთავარია, ამ ყველაფერმა ნაკრებს მისცა რწმენა, თავდაჯერებულობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის შედეგებს მომავალში მოვიმკით. მომავალი თაობები, ჩვენს მაგალითზე უფრო კარგი ტიპის ფეხბურთელები იქნებიან. ჩვენს ფორმებში ჩაცმული ახალგაზრდები თამაშობენ ფეხბურთს, დაუბრუნდნენ უბნებს და ეს ნამდვილად დადებითი ტენდენციაა", - განაცხადა გიორგი გველესიანმა.

დღის ამბები