06 ივლისი 2024,   12:10
ვრცლად
პრემიები და ღირსების ორდენი ჩვენთვის წამახალისებელი და სამოტივაციოა და არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს - გიორგი გველესიანი

"ღამის კურიერის" ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე მიიღეს თუ არა ნაკრების წევრებმა პრემიები, გიორგი გველესიანმა განაცხადა, რომ ნაწილმა ფეხბურთელებმა უკვე მიიღო, ნაწილი კი მალე მიიღებს.

"მე როგორც ვიცი ნაწილმა ფეხბურთელებმა პრემია მიიღეს, ნაწილი კი მალე მიიღებს. მინდა აღვნიშნო, რომ ნაკრების მაისურით თამაში არის ჩვენი მთავარი მოტივაციის წყარო. ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ მსგავსი პრემიების. პრემიები და ღირსების ორდენი ჩვენთვის გარკვეულწილად წამახალისებელი და სამოტივაციოა და არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. იმედი მაქვს ჩვენი ნაკრები კიდევ დაიმსახურებს გვერდში დგომას,"- აცხადებს გველესიანი.

დღის ამბები