07 ივლისი 2024,   11:08
ვრცლად
ილია თოფურიაზე დოკუმენტური ფილმი "მატადორი" გადაიღეს

UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიაზე, დოკუმენტური ფილმი "მატადორი" გადაიღეს, რომელიც მადრიდში, Filmax Takes International-ს გამოფენაზე აჩვენეს. ფილმის რეჟისორი ჟანპაულო მანფრედია.

ინფორმაციას გამოცემა variety ექსკლუზიურად ავრცელებს.

"მატადორი" ესპანეთის დედაქალაქში იქნება წარმოდგენილი. დოკუმენტური ფილმი ესპანურ კინოთეატრებში Filmax-ის საშუალებით, 19 სექტემბერს გამოვა.

ილია თოფურია, მეტსახელად "ელ მატადორი", UFC-ის ჩემპიონი თებერვალში გახდა. მან სატიტულო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

დღის ამბები