08 ივლისი 2024,   07:40
ვრცლად
"ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი" - ოთარ კიტეიშვილი ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარის გადაცემა დასაფასებელი ფაქტია.

მისივე თქმით, ევროპული გამოცემებიც წერდნენ ეროვნული ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე, რაც ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც.

"ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი, არა მარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ევროპული გამოცემები წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი და ძალიან მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ, ძალიან კარგი მაგალითი იყო ამის", – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

დღის ამბები