08 ივლისი 2024,   16:44
ვრცლად
ბათუმში პარაშუტით ჩამოვარდნილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმები კლინიკიდან დღეს გაწერენ

ბათუმში, გუშინ, პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. ექიმების თქმით, მამაკაცს დღეს ბინაზე გაწერენ.

ტრაგიკული შემთხვევისას მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 37 წლის ქალი ვარდნის შედეგად ადგილზე დაიღუპა. ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების ნორმის დარღვევას გულისხმობს.

ცნობილია, რომ ორივე ქუვეითის მოქალაქეა. წინასწარი ინფორმაციით, პარაშუტი, რომელიც კატარღაზე იყო მიბმული, მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა გაიტაცა და ადამიანებთან ერთად წყალს დაანარცხა. შემთხვევა მახინჯაურის ტერიტორიაზე მოხდა.

 

დღის ამბები