05 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
ვეტერანი ფეხბურთელები მარკო მატერაცი და დავიდ ტრეზეგე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალებზე რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე ექსპერტად იმუშავებენ

ვეტერანი ფეხბურთელები, იტალიელი მარკო მატერაცი და ფრანგი დავიდ ტრეზეგე, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალებზე რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე ექსპერტად იმუშავებენ,"- ინფორმაციას isport.ua ავცრელებს. 

იტალიელმა სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მოსკოვში მიდის.

"გამარჯობა. მე მარკო მატერაცი ვარ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი. მალე მოსკოვში გნახავთ. შეხვედრამდე", - ამბობს მატერაცი.

ინფორმაციისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალება.

დღის ამბები