05 ოქტომბერი 2024,   23:33
ვრცლად
ჩვენს გმირ ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანა გააერთიანეს, აბულინგებენ - "ნაციონალური მოძრაობა" რის "ნაციონალური მოძრაობაა," თუ ფსკერზე არ დაეშვა - გიორგი ამილახვარი

განათლების მინისტრი ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დაწყებული შეურაცხმყოფელი კამპანიის შესახებ საუბრობს. გიორგი ამილახვრის თქმით, ფეხბურთელების ბულინგი მიღებული ჯილდოს გამო დაუშვებელია.

როგორც განათლების მინისტრი ამბობს, "ჯვაროსნებმა" ბიძინა ივანიშვილისგან დამსახურებული ჯილდო ღირსეული ასპარეზობისთვის მიიღეს და ამ თემის პოლიტიზება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისა" და კონკრეტული ჯგუფების ინტერესებშია.

"ისეთი წარმატების დროს, როგორიც ჩვენმა ბიჭებმა გვაჩუქეს და აჩუქეს მთლიანად ქვეყანას, პოლიტიკური კონიუნქტურა ჯანსაღ პოლიტიკოსებში არ უნდა არსებობდეს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" რის "ნაციონალური მოძრაობაა," თუ ფსკერზე არ დაეშვა და ასეთ დროსაც არ იკადრა უკადრებელი. ჩვენს ნამდვილად გმირ ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანა გააერთიანეს, აბულინგებენ გარკვეული განცხადებების არგაკეთებისთვის. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლისგანაც ყველა მიჩვეულია მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედებას, რა თქმა უნდა, მათ დამსახურებულად გადასცა პრემია-ჰონორარი და მადლობა ბიჭებს, რომ მათ ეს ღირსეულად დაინახეს, თქვეს კიდეც, დააფასეს და არ აჰყვნენ ამ ბინძურ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ერთადერთს - ჩირქი მოსცხონ იმ წარმატების ფორმულას, რომელსაც ბიჭებმა და მთლიანად ქვეყანამ მიაღწია," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები