06 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ავარიული სახლების ჩანაცვლების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერთან ერთად, ავარიული სახლების ჩანაცვლების მიმდინარეობას გაეცნო. მშენებლობა სელიმ ხიმშიაშვილისა და მაიაკოვსკის ქუჩებზე მიმდინარეობს.

"ბათუმი ავარიული სახლების გარეშე!" - პროგრამის ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქში ათასამდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ათ მისამართზე მიმდინარეობს.

"აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ახალი საცხოვრებელი სახლები. შემდეგი სამი წლის განმავლობაში, 3000 ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახალი კორპუსების მშენებლობა, უსაფრთხო გარემოს შექმნა. მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშოებიც. ათობით ლოკაციაზე ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები