29 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
რუსეთის ექვს რეგიონს ათობით უკრაინულმა დრონმა შეუტია - ვოლგოგრადის ოლქში ნავთობბაზა იწვის

რუსეთის ექვს რეგიონს ათობით დრონმა შეუტია - ვოლგოგრადის ოლქში ნავთობბაზა იწვის - ინფორმაციას ტელეარხი "დოჟდი" ავრცელებს.

თავდაცვის უწყების ცნობით, რუსულ რეგიონებს ღამით 38-მა უკრაინულმა დრონმა შეუტია. დრონების ჩამოვარდნის ადგილას ხანძრები გაჩნდა.

შეტევების გამო, ასტრახანისა და ვოლგოგრადის აეროპორტებმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტეს - გადაიდო რეისებიც.

დღის ამბები