18 აგვისტო 2026,   09:27
ვრცლად
ლანჩხუთმა კომპაკ სპორტინგს უკვე მეოთხედ უმასპინძლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაკ სპორტინგს უკვე მეოთხედ უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსროლელები იღებდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა 55-მა სპორტსმენმა მიიღო.

სპორტინგი მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სპორტინგ ფედერაციის უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა. გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და თასებით ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დააჯილდოვა.

დღის ამბები