16 სექტემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ანსამბლმა "რუსთავი" საქართველოს მასშტაბით ვოკალური სოლო საღამოები განაახლა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ანსამბლმა "რუსთავი" საქართველოს მასშტაბით ვოკალურ სოლო საღამოები განაახლა. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა, განახლებული შემადგენლობით პირველი კონცერტი ქუთაისში გაიმართა. 

ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეკრებილ მსმენელს ქართული ფოლკლორის არაერთი ნომერი შესთავაზეს. კონცერტები კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით რამდენიმე რეგიონში გაიმართება.
დღის ამბები