16 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
121 არასამთავრობო ორგანიზაციას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს

121 არასამთავრობო ორგანიზაციას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სარჩელი უკვე მზადაა და მას სასამართლოში დღეს შეიტანენ.

ამასთან, მესამე სექტორი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დროებით შეჩერდეს კანონში არსებული სადავო ნორმების მოქმედება. მათივე თქმით, პარალელურად, მზადდება სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. 

დღის ამბები