08 სექტემბერი 2024,   03:28
ვრცლად
27 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 27 ივლისს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის 2 რაიონს. ესენია:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღმის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის, გოძიაშვილის, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ჭიაურელის, ლუბლიანას, ახმეტელის, ბელიაშვილის, მიქელაძის, ჭოხონელიძის, ონიანისა და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.

ამავე თემაზე
დღის ამბები