25 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ავარია ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე - დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ორი მგზავრი. ამ წუთებში, ისინი, მრავლობითი დაზიანებებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა 27-ე კილომეტრზე მოხდა. მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

დღის ამბები