მარნეულში, ოთხი წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
"რადიო მარნეულის" ინფორმაციით, მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" პედიატრიის განყოფილების უფროსმა და გადაუდებელი პედიატრიის ექიმმა ელმან სადიკოვმა განაცხადა, რომ ბავშვის მშობლებისა და ნათესავების თქმით, ბიჭი თამაშის დროს დაეცა და თავის დაზიანება მიიღო. სამედიცინო კვლევებით გაირკვა, რომ ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.