05 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
მკვლელობა ქობულეთში - მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა

მკვლელობა ქობულეთში - ქალაქის ცენტრში შელაპარაკების ნიადაგზე მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ქალაქში 1-ნომრად  მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის უთანხმოება კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით მიკროავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტს-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები