05 ოქტომბერი 2024,   11:32
ვრცლად
გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის გუნდი გახდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის გუნდი გახდა. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა. ასევე, შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები.

ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის გუნდები მონაწილეობდნენ. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, ამხანაგური შეხვედრა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გამართეს. ჩემპიონატი 2020 წელს დაარსდა.

 

დღის ამბები