05 ოქტომბერი 2024,   11:34
ვრცლად
გივი მაჭარაშვილი ვერცხლის მფლობელია

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს კიდევ ერთი მედალოსანი ჰყავს. გივი მაჭარაშვილი ვერცხლის მფლობელია. ის ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს შეხვდა. საქართველოს დელეგაციისთვის ეს მე-7 მედალია.

ქართველი ფალავანი, ფინალამდე რთული და შთამბეჟდავი ორთაბრძოლებით მივიდა. მან, ნახევარფინალში, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე 26 წლის დაღესტნელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა.

საქართველოს ყულაბაში ახლა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

დღის ამბები