18 აგვისტო 2026,   06:48
ვრცლად
ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ლ. ბაკურში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სასტუმროს სხვენში გაჩნდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

დღის ამბები