05 ოქტომბერი 2024,   11:25
ვრცლად
ძალიან ამაღლებული შეგრძნებაა, როცა შეგიძლია შენი ქვეყანა ასახელო, უმაღლეს საფეხურზე აიტანო შენი ჰიმნი და დროშა - გენო პეტრიაშვილი

ძალიან ამაღლებული შეგრძნებაა, როცა შეგიძლია შენი ქვეყანა ასახელო, უმაღლეს საფეხურზე აიტანო შენი ჰიმნი და დროშა - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, ცოტა ხნის წინ გამართულ ქართველი ოლიმპიელების საზეიმო დახვედრის ცერემონიაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"დღესაც ემოციების პიკში ვართ იმიტომ, რომ ჩვენ სპორტსმენებს გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის დროშა უმაღლეს საფეხურზე ავწიოთ, თუნდაც ვცადოთ ეს ყველაფერი და ეს არის ძალიან მაგარი, ამაყებს გვხდის და ძალიან ამაღლებული შეგრძნებაა, როცა შეგიძლია შენი ქვეყანა ასახელო, უმაღლეს საფეხურზე აიტანო შენი ჰიმნი და დროშა,“ - აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.

ცერემონიების სასახლეში ქართველი ოლიმპიელების საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა, სადაც პარიზის ოლიმპიადის გმირებს სიტყვით მიმართა მთავრობის მეთაურმა და ზაფხულის თამაშებზე საქართველოს სახელის ღირსეული წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები