ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგი გრძელდება.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე ობიექტზე იმყოფებოდნენ, სადაც სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან 2 198 776 ლარია გამოყოფილი. პროექტი ითვალისწინებს როგორც გზის საფარის, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას.
დაწყებულია რუსთაველის გამზირის N95-97-99 მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ახალი რეკრეაციული სივრცეები ეწყობა მაისურაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე.