რეგიონებში ქართული ოცნების მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება - დღეს ღონისძიებას 20:00 საათზე ონი უმასპინძლებს, გუშინ კი კონცერტი დუშეთში გაიმართა. სხვადასხვა ჯგუფის წევრები და შემსრულებლები მმართველ პარტიას ღია მხარდაჭერას უცხადებენ და მსმენელს სიტყვითაც მიმართავენ. კონცერტების სერია 22 აგვისტოს დაიწყო.
მუსიკოსები და ხელოვანები "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ამჯერად მმართველი გუნდის გულშემატკივრებს დუშეთმა უმასპინძლა.
მანანა თოდაძე, ჯგუფი no one, ქართული ხმები, გიორგი წიკლაური და მარიტა როხვაძე - კონცერტზე ისმოდა სახელისუფლებო გუნდის, მხარდამჭერი გზავნილები და შეძახილები.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერ კონცერტს დღეს ონი უმასპინძლებს. ღონისძიება უკვე ჩატარდა ცაგერსა და ლენტეხში. არჩევნებამდე მუსიკალური საღამოები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტების სერია 22 აგვისტოს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ავტორი: მარიამ ურუშაძე