18 აგვისტო 2026,   08:40
ვრცლად
"ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები წარადგინა

"ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები წარადგინა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე იქნება. უმაღლეს საბჭოში კი ქედის დელეგატად წარდგენილია მამუკა თურმანიძე, შუახევის დელეგატია მოქმედი მაჟორიტარი, ფრიდონ ფუტკარაძე. ხულოს დელეგატი კი ვახტანგ ბერიძეა, რომელიც ამავე მუნიციპალიტეტის არჩეული მერია.

"საქართველოს პარლამენტში ჩვენი დელეგატი იქნება ანზორ ბოლქვაძე, რომელმაც ძალიან ბევრი წლების განმავლობაში შეძლო ხალხის სამსახური.

ქედაში ჩვენი დელეგატი უმაღლეს საბჭოში იქნება მამუკა თურმანიძე, რომელსაც ქედელები ძალიან კარგად იცნობენ.

შუახევში ბატონი ფრიდონ ფუთკარაძე - მოქმედი მაჟორიტარი და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ჩვენი პარტიის დელეგატი შუახევიდან.

რაც შეეხება ხულოს, ხულოში მოქმედი მერი ბატონი ვახტანგ ბერიძე წარდგენილია როგორც დელეგატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.

მე თითოეულ ჩვენს დელეგატს მინდა წარმატებები ვუსურვო," - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

დღის ამბები