18 სექტემბერი 2024,   11:16
ვრცლად
დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, ქვემო ქართლში 3 პირი დააკავეს

პოლიციამ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ.

მათი დავალებით, სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის, ქონების განადგურების მუქარით, ფულს სთხოვდნენ, უარის შემდეგ კი მათ დაშინებას ცდილობდნენ და ქონებას უზიანებდნენ.

დღის ამბები